ენტონი ფაუჩი - ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ, რომ კორონავირუსის ვაქცინა  წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება, არა მგონია, ეს ოცნება იყოს

როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, არ ფიქრობს, რომ ოცნებაა ის, რომ კორონავირუსის ვაქცინა მიმდინარე წლის დასასრულს ან 2021 წლის დასაწყისში მზად იყოს.

"მჯერა, რომ ეს მოხდება", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სისწრაფის მიზნით უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამეცნიერო მთლიანობის დათმობა არ მოხდება.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი ფაზის ადრეული მონაცემები, რომელსაც Moderna და NIAID ავითარებენ, საკმაოდ ხელსაყრელია, თუმცა არის სხვა ვაქცინებიც.

"ხშირად მითქვამს და ისევ გავიმეორებ: უსაფრთხო და ქმედითი ვაქცინის მიღების გარანტია არასდროსაა, თუმცა ყველაფრიდან, რაც აქამდე ვიხილეთ, მათ შორის ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებიდან, ისევე, როგორც ადამიანთა გამოკვლევების ადრეული მონაცემებიდან გამომდინარე, ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ იმის შესახებ, რომ ვაქცინა ამ წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს ოცნებაა, მჯერა, რომ ეს რეალობაა", - განაცხადა ფაუჩიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა