მაია ცქიტიშვილი - საჯარო სამსახურების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის აქტიური თანამშრომლობა გვაიმედებს, რომ სტიქიის შედეგებს სწრაფად აღმოვფხვრით

მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მაშველებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, პირველივე დღიდან იმყოფებიან სტიქიის ზონაში და ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე მადლობა ჩვენს მფრინავებს, რომელთა დახმარებით, დაახლოებით, 400-მდე ადამიანია გამოყვანილი უკვე სხვადასხვა სოფლიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს რაჭაში, სტიქიის ზონის სოფლებში იმყოფებოდა.

„ორი ჯგუფით მოვიარეთ სოფლები – გლოლა, შოვი და ჭიორა. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო საინჟინრო პერსონალით, გზების სპეციალისტებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით. გვქონდა საშუალება მოსახლეობასაც გავსაუბრებოდით და მათგან გაგვეგო აუცილებელი საჭიროებების შესახებ. ყველამ იცის, რომ შექმნილია ცხელი ხაზი მუნიციპალიტეტში, ასევე სოფლის რწმუნებულებთან არის უშუალო კავშირი მოსახლეობის მხრიდან. ყოველდღიური საჭიროებები რაცაა - წამალი, სურსათი, ყველას მიეწოდება შეუფერხებლად, ჩავიტანეთ საწვავიც და ჩავინიშნეთ კიდევ რა არის საჭირო შემდეგი ფრენისთვის. დღეს რამდენიმე რეისი შესრულდა და ვისაც სურვილი ჰქონდა, დამსვენებლებიც გამოვიყვანეთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მუშაობა არ წყდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმართულებით.

„დღეს მაგთის ანძები გაითიშა და დღესვე აღდგა კავშირი, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობენ "ენერგო-პროს" თანამშრომლები. მათი ტექნიკური ჯგუფი ვერტმფრენის მეშვეობით გადასვეს მოწყვეტილ სოფლებში, სადაც ექსტრემალურ რეჟიმში ხდება ელექტრომომარაგების აღდგენა. 10 სოფელს უკვე მიეწოდება დენი, დანარჩენ სოფლებში კი სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა, დღეს კიდევ რამდენიმე სოფელი დაემატოს. რაც შეეხება გზას, გუშინ ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმე შემოვლითი გზის მოწყობა, დღეს კი ერთ-ერთ რთულ მონაკვეთზე, 127-ე კმ-ზე, მოხდა კალაპოტის გაწმენდა და კავშირის აღდგენა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ საგზაო სამუშაოები სხვა მონაკვეთებზე. ამ პროცესში სასიხარულოა აქტიური თანამშრომლობა საჯარო სამსახურების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის, რაც გვაიმედებს, რომ სტიქიის შედეგებს სწრაფად აღმოვფხვრით და ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა