„რია ნოვოსტი“ - რუსულმა Su-27-მა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს შავი ზღვის თავზე გზა გადაუჭრა

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსული ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შავი ზღვის თავზე, რუსულმა Su-27-მა ამერიკული საზღვაო-საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავს, EP-3E-ს გზა გადაუჭრა.

სააგენტოს ცნობით, "2020 წლის 31 ივლისს, რუსული საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებებმა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე დააფიქსირა საჰაერო სამიზნე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდა. სამიზნისთვის გზის გადაჭრის მიზნით, სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი გამანადგურებელი, Su-27 ჰაერში გაიგზავნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ხაზგასმულია, რომ რუსული გამანადგურებლის ეკიპაჟი საჰაერო ობიექტს უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდა და მისი იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც აშშ-ს საზღვაო ძალების რადიო-ტექნიკური სადაზვერვო თვითმფრინავი, EP-3E.

"მას შემდეგ, რაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან გატრიალდა, რუსული გამანადგურებელი ბაზაში უსაფრთხოდ დაბრუნდა. რუსული Su-27-ის მთელი ფრენის განმავლობაში მკაცრად იყო დაცული საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესები. ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი არ დაურღვევია", - აღნიშნავს სამხედრო განყოფილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო