ბრაზილიაში კორონავირუსის 52 383 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 212 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 52 383 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 662 485-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე დღეა, ბრაზილიაში ინფიცირების 50 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 212 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 92 475-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კივიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო