2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გამოცდების დაწყების პირველ დღეს, აპლიკანტთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის N10 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ მაგისტრობის მსურველებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ გამოცდებს მაღალი შედეგებით დაასრულებენ.

„დღეს საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რათა ღირსეულად დავხვდეთ მაგისტრობის მსურველებს და დავახვედროთ უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც აპლიკანტები მშვიდად შეძლებენ საკუთარი ცოდნის და უნარების გამოვლენას. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული აპლიკანტის საჭიროებას. ბათუმში საკარანტინო ზონაში გვყავს რამდენიმე მეზღვაური, რომელთაც PSR-ტესტირება წინასწარ ჩაუტარდათ და ისინი შეუფერხებლად მიიღებენ მონაწილეობას სამაგისტრო გამოცდებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი გამოცდას მაღალი შედეგით დაძლევს, რაც მათ აკადემიურ წინსვლას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებითაა დადგენილი.

საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი ორ საგამოცდო ცენტრში - ბათუმისN14 და N 10 საჯარო სკოლებში აბარებს.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისადაა აღჭურვილი.

იხილეთ ვიდეო:2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო