გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა

გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის და პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ.

მათივე ინფორმაციით, მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ გასულ წელს, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, წელს კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერი მოეწყო.

„სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდა ფიტნესზონა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ხეები.

ტერიტორიაზე მოიხატა კედლები და ასევე, გლდანის რაიონში პირველად განხორციელდა სკვერში მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედნების კაუჩუკის საფარის მოხატვა, რომელიც სამხატვრო სტუდიის ,,ბეგი არტი“ მიერ შესრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი” შეასრულა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 925 ლარი დაიხარჯა. გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ კი არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ბუჩქები და ყვავილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 240 277 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა