აშშ-ში ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშებზე ჰაკერული თავდასხმისთვის ბრალი სამ პირს წაუყენეს

აშშ-ში ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშების გატეხვისთვის სამ პირს ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ორი მათგანი აშშ-ის, მესამე კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის 19 წლის მოქალაქეს და აშშ-ის 22 და 17 წლის მოქალაქეებს რამდენიმე ბრალდება, მათ შორის ჰაკერული თავდასხმის განხორციელება და თანხის გათეთრება, აქვთ წაყენებული.

შეგახსენებთ, მასშტაბური კიბერშეტევა Twitter-ზე 15 ივლისს განხორციელდა. ჰაკერებმა რამდენიმე ცნობილი ადამიანის, მათ შორის ილონ მასკის, ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსის, უორენ ბაფეტის, ბარაქ ობამას, ჯო ბაიდენის ანგარიშები გატეხეს და მათი სახელებით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში გარკვეულ ანგარიშზე კრიპტოვალუტის გადარიცხვა ითხოვეს, რის სანაცვლოდაც მათ მომხმარებელს თანხის გაორმაგებული რაოდენობის დაბრუნების პირობა მისცეს. ამ გზით კიბერთავდამსხმელებმა 100 ათას დოლარზე მეტი მიიღეს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში ცნობილი ადამიანების Twitter-ის ანგარიშებზე ჰაკერული თავდასხმისთვის ბრალი სამ პირს წაუყენეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო