თბილისში პითონი დაიჭირეს

თბილისში პითონი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამისთვის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

„მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა: პითონი გამექცა, დამეხმარეთ. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გავიდა. წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მცხოვრები, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის ,,სტუმრობას". ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტობრივად „თვალებახვეულებს“ მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა.

საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და "გრძელი ღამეც" დაიწყო.

დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არც ერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი „დამნაშავეც“ გამოვიჭირეთ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა