რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება და პირველ რიგში ექიმებსა და მასწავლებლებს აცრიან

რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა.

მისივე თქმით, „კოვიდ 19“-ზე პირველ რიგში მედპერსონალი და პედაგოგები აიცრებიან.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია გეგმავს, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას დაამტკიცებს. როგორც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა CNN-თან განაცხადეს, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის აგვისტოში დამტკიცდეს.

იხილეთ ვიდეო:რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო