ზვიად შალამბერიძემ გარდაცვლილი პოეტის, მალხაზ მაჭავარიანის ოჯახს მიუსამძიმრა

71 წლის ასაკში პოეტი მალხაზ მაჭავარიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახს დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიუსამძიმრა.

„იმერეთს კიდევ ერთი პატივსაცემი, საამაყო კაცი და შემოქმედი დააკლდა. მალხაზ მაჭავარიანს უყვარდა სამშობლო, იმერეთი და თავისი ზესტაფონი, რომლის შესახებაც ყოველი შეხვედრისას ახალ-ახალ და უცნობ ისტორიებს მიყვებოდა. მან ნამდვილად დატოვა თავისი ღირსეული კვალი.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს და ზესტაფონს, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მალხაზ მაჭავარიანს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მალხაზ მაჭავარიანი 1949 წლის 2 ივლისს ზესტაფონში დაიბადა, მისი პირველი პოეტური კრებული 1988 წელს გამოვიდა. სხვადასხვა დროს იყო უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმის დირექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მემატიანე. 2019 წელს ის ზესტაფონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა