ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფოტოგრაფების შორის სამუშაო შეხვედრის შემდგომ პირველი ფოტო ტური აჭარის რეგიონში მიმდინარეობს

პრემიერ - მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშილმა ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოტოგრაფებთან შეხვედრის შედეგად დაიგეგმა და ამჟამად უკვე მიმდინარეობს ფოტო ტური, სადაც საქართველოს ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან ჩართულები, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლიან და ფოტო-ტურების ფარგლებში შეგროვებულ მასალებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ფოტო-ტურში, რომელიც ამჟამად აჭარის რეგიონში მიმდინარეობს, სხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობს ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ფოტოებით საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესებასაც შეძლებს.

„ფაქტია, რომ დღეს ფოტოგრაფიას დიდი როლი აკისრია ტურიზმის განვითარებაში, საუბარია არა მხოლოდ შიდა ტურიზმზე ასევე საერთაშორისო ტურიზმზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი საშუალებას გვაძლევს ფოტოგრაფებს ჩავერთოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტში და მეტი წვლილი შევიტანოთ ტურიზმის განვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფოტოები გავა საერთაშორისო ასპარეზზე და ამით ბევრ უცხოელ ტურისტს დავაინტერესებთ და ჩამოვიყვანთ საქართველოში - წელს თუ არა მომავალ წელს მაინც", - აცხადებს გოგა ჩანადირი.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა შეხვედრამ, რომელიც გასულ კვირას ფოტოგრაფებთან შედგა, ნაყოფიერად ჩაიარა და უკვე ჩვენ გვიდგას შედეგი, რის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა სურვილი გამოხატეს, წასულიყვნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურზე.

აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც ფოტოგრაფების დასაქმებას და ტურიზმის განვითარებაში მათ აქტიურ ჩართულობას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების მხარდაჭერას. პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები.

პროექტის ფარგლებში შეგროვდება ახალი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც გამოვიყენებთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმარებისას", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„პროექტის მიზანია - ქვეყნის ფოტო ბანკის განახლება რაც დამატებით მოგვცემს ქვეყნის საიმიჯო ფოტო მასალას, რომლის გამოყენებაც მოხდება შიდა და საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების დროს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ხორციელდება ფოტოგრაფების პროფესიის ხელშეწყობა რადგან კოვიდ-19 საგრძნობლად აისახა მათ საქმიანობაზე.

მსგავს პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში დასაქმებასა და ტურისტული პროდუქტის ცოდნის მიზნობრივად გამოყენებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა