დავით ბაქრაძე - არჩევნები არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში, რომ პასუხი მოსთხოვონ არაფრისმაქნის ხელისუფლებას

კასპში მოსახლეობა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოსახლეობას ადგილზე შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები,უმუშევრობის უპერსპექტივობის და ფასების ზრდის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა 2020 - ის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, კრიმინალი, უპერსპექტივობა და უიმედობა, კორუფცია, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემების, რაც ადამიანებს აწუხებთ კასპში და აწუხებთ მთელ საქართველოში. ამ ყველაფრის შესაცვლელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თითოეული მოქალაქის მოსვლას ოქტომბრის არჩევნებზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ერთადერთი გამოსავალი გახლავთ არჩევნები და არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გასტუმრება. სწორედ ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლის პირობა და ამიტომ არჩევნები არ ეკუთვნის პოლიტიკოსებს, არჩევნები ეკუთვნის ხალხს. არჩევნები არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში, რომ პასუხი მოსთხოვონ არაფრისმაქნის ხელისუფლებას და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა ოქტომბრის არჩევნებზე და ბევრი ადამიანი დააფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც დაგროვდა საქართველოში და ხელს უშლის ჩვენს ხალხს ნორმალურ ცხოვრებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს