ბერლინში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა

ბერლინში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში გასულ ადამიანებს ხელებში შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ : „კორონა, ცრუ განგაში“, „გვაიძულებენ, ალიკაპები ვატაროთ,“ „ბუნებრივი დაცვა ვაქცინაციის ნაცვლად“, „დაასრულეთ კორონა პანიკა - დაგვიბრუნეთ ძირითადი უფლებები.“

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ სურს მათთვის, ვინც კორონავირუსის წესებს არღვევს, ჯარიმები უფრო გამკაცრდეს.

„ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც სხვებს გამიზნულად ჩააგდებს საფრთხეში, უნდა იცოდეს, რომ ამას მისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება,“- განაცხადა პიტერ ალტმაიერმა.

ცნობისათვის, გერმანიაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ქვეყანაში, გასულ 24 საათში, კოვიდ 19-ის 955 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 209 653-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 148-ს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს