ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები - მოვუწოდებთ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, დაუყოვნებლივ აღადგინონ ჰელსინკის პრინციპებისადმი პატივისცემა

1- ელ აგვისტოს, „ჰელსინკის ფინალურ აქტზე“ ხელმოწერის 45-ე წლისთავზე, ეუთო - ს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ აღადგინონ ჰელსინკის პრინციპებისადმი პატივისცემა.

განცხადება, რომელიც „ინტერპრესნიუსს” „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, უცვლელად გთავაზობთ:

„45 წლის წინ, აღმოსავლეთის და დასავლეთის ლიდერები შეიკრიბნენ, რომ მიეღოთ უმაღლესი დონის დოკუმენტი, როგორც ამბიციებით, ისე მასშტაბით, და მსოფლმხედველობით. „ჰელსინკის ფინალურმა აქტმა“ შექმნა საფუძველი ევროპული მშვიდობისათვის, გარანტირებული თანამშრომლობის მრავალმხრივი სისტემა, რომელიც ეყრდნობა საერთო ღირებულებებს და ვალდებულებებს.

ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების თაობებისთვის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისაკენ სწრაფვა ასევე წარმოადგენს გზას ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემისკენ.

1975 წლიდან ეუთოს რეგიონში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ „ჰელსინკის ფინალური აქტის“ პრინციპები კვლავ ირღვევა და ჩვენი ერთ მილიარდზე მეტი მოქალაქისთვის, ყოვლისმომცველი უსაფრთხოება შორეულ ოცნებად რჩება. დღეს ყველაზე მწვავე ნაკლებობაა თანამშრომლობის თავდაპირველი სულისკვეთების და კომპრომისისთვის მზადყოფნის, რაც განაპირობებს ევროპულ ერთობას, თავისუფლებას და მშვიდობას.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი და ყოფილი პრეზიდენტები, ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამჟამინდელი მდგომარეობის გამო. როდესაც ამ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ, ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, დაუყოვნებლივ აღადგინონ ჰელსინკის პრინციპებისადმი პატივისცემა, შეასრულონ ეუთო-ს ვალდებულებები და ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო დიალოგის ჩაშლის პროცესს, რაც ჩვენს ორგანიზაციაში ინსტიტუციური კრიზისს ქმნის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგიწერეთელი (საქართველო), ყოფილი პრეზიდენტიკრისტინმუტონენი (ავსტრია), ექს-პრეზიდენტიილკაკანერვა (ფინეთი), ექს-პრეზიდენტირანკოკრივოკაპიჩი (მონტენეგრო), ექს-პრეზიდენტივოლფგანგგროსრუკი (ავსტრია), ექს-პრეზიდენტირიკარდომილიორი (იტალია), ყოფილიპრეზიდენტიპეტროსეფტიმიუ (საბერძნეთი), ყოფილიპრეზიდენტიჟოაოსოარესი (პორტუგალია), ყოფილიპრეზიდენტიგორანლენმარკერი (შვედეთი), ყოფილიპრეზიდენტიალსიჰასტინგსი (აშშ), ექს-პრეზიდენტირობერტომონტელა, (იტალია) ეუთოსსაპარლამენტოასამბლეისგენერალურიმდივანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა