სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამოფენა - „სვანეთის - ხალდეს აჯანყება 1875-1876" გაიმართება

3 აგვისტოდან სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამოფენა- „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875 -1876" გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ექსპოზიცია რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის - ხალდეს მკვიდრთა შემართებას ასახავს.

„3 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხალდეს აღორძინების ფონდი ახლა უკვე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876". მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოგვითხრობს თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის - ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე. გამოფენა 3 აგვისტოს 15:00 საათზე გაიხსნება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისამართი: მესტია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა