ანრი ოხანაშვილმა სასამართლო აქტების გამოყენებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართა

ბათუმში სასამართლო აქტების გამოყენებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს,

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ასევე წარმოადგინა კომიტეტის ხედვა განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ დღეს ვიხილავთ საკითხებს, რომლებიც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც თავის მხრივ შეეხება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს. შესაბამისად, ეს საქმე იხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოების ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პერსონალური მონაცემები, შესაძლოა გასაჯაროვდეს და ამასთანავე აღნიშნა ამ გადაწყვეტილებაში, რომ აუცილებელია ამასთან დაკავშირებით არსებობდეს იმ პირის პოზიცია, ვისაც შეეხება ეს გადაწყვეტილება და ვისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზეც არის საუბარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო შეხვედრის დისკუსიებში მონაწილეობას ღებულობს ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, ინტერესის დაცვა პერსონალურ მონაცემებსა და გადაწყვეტილების საჯაროობას შორის ძალიან საინტერესო საკითხია და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა მონაწილეობით მიღწეული იქნება ის შეთანხმება, რომელიც შემდეგში უკვე საკანონმდებლო სივრცეში აისახება.

ღონისძიებაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მონაწილეობენ.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო