ბათუმში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა

ბათუმში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთელ საქართველოს შემოივლის, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენოს და აღმშენებლობის პროცესი დაიწყოს.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ქვეყნის აღმშენებლობის სტრატეგია კონკრეტული გეგმებითა და ნაბიჯებით აქვს შემუშავებული.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სიღარიბის დაძლევა დაასახელა. პირველი რეგიონალური ოფისის გახსნას გიორგი ვაშაძესთან ერთად პარტიის ახალი წევრები - თაკო ჩარკვიანი, თეონა აქუბარდია, სერგო ჩიხლაძე და დავით ცეკვავა ესწრებოდნენ.

„დღეს ბათუმში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა. ასე შემოვივლით მთელ საქართველოს და რაც მთავარია დიახ, ვაპირებთ, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე, იმიტომ, რომ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მოატყუა ხალხი, არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ჩვენ კი გვაქვს აღმშენებლობის სტრატეგია კონკრეტული გეგმებით და ნაბიჯებით. მიხარია, რომ ასე სწრაფად ვფართოვდებით, ამდენი ადამიანი გვიერთდება. ვაპირებთ, რომ სოფელ-სოფელ ქალაქ-ქალაქ, კარდაკარ ვიაროთ იმისთვის, რომ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე და რაც მთავარია დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაპირებ ქვეყნის პრემიერ - მინისტრობას, რომ აღარ იყოს საქართველოში მშიერი ბავშვი და აღარავის უწევდეს ნაგავსაყრელზე საჭმლის ძიება, აი ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ასე, რომ დიდი მადლობა ბათუმს და აჭარას ასეთი დახვედრისთვის და მთელს საქართველოა ასე მოვედებით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!