თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ მაგისტრალზე, 4-5 კამერაა, მოვითხოვ, სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები

კრიმინალურ პოლიციაში დავრეკე, სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ მაგისტრალზე, 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერაა, მოვითხოვ, სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თამუნა ბაჩალიაშვილის ბოლო გასვლა დაინახეს მაწევანის მცხოვრებლებმა და თქვეს, რომ საღამო იყო.

„მე ვიყავი დღეს და დავინახე, რომ გზატკეცილზე დგას 2 ვიდეო სათვალთვალო კამერა. ერთი თბილისისკენ, მეორე „საკალმახისკენ“. დავათვალიერე, კიდევ არის ერთი ვიდეო კონტროლის ადგილი, არის რესტორანი „ადმირალი“, სადაც ვიდეო სათვალთვალო კამერებია. დავრეკე კრიმინალურ პოლიციაში და მივაწოდე ინფორმაცია, რომ გზატკეცილზე, მთავარ გზაზე არის 4-5 ვიდეო სათვალთვალო კამერა. მოვითხოვე სასწრაფოდ ამოიღონ ვიდეო ჩანაწერები. თუ მოსახლეობა ადასტურებს, რომ მანქანა იყო სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ გზაზე, უნდა გავარკვიოთ იყო ამ გზაზე თამუნა? მარტო იყო? რომელ გზაზე წავიდა? იქ არის რესტორანი, არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ვინმესთან შეხვედრა ჰქონდა. ეს არის სიახლე, რომლის საქმის კურსში პოლიცია არ იყო. მოვითხოვე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება.

მოვითხოვე, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. დაველოდები, ხვალ რა ნაბიჯს გადადგამენ. თუ ეს არ გააკეთეს, აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დრონის ჩანაწერებს, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დრონის კადრებთან დაკავშირებით მას უთხრეს, რომ კადრებს ცოცხლად უყურებდნენ.

„დრონის ჩანაწერებზე პასუხი იყო შემდეგი, იცით რა, შეიძლება, დრონის ჩანაწერები რომ განხორციელდა, უბრალოდ ცოცხლად უყურებდნენ და ისე აფიქსირებდნენო. როდესაც სამძებრო სამუშაო მიდის, უბრალოდ არ უნდა უყურებდე, მტკიცებულების ფორმა უნდა იყოს. უნდა ერთვოდეს საქმეს, რა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარე, რომ მართლა დაათვალიერე“,-განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატი თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს. „თვითმკვლელობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, გამოვრიცხავ“, - განაცხადა რამიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა