ისრაელში პოლიციამ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 12 პირი დააკავა

ისრაელში პოლიციამ, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, 12 პირი დააკავა. გასულ ღამეს იერუსალიმის ქუჩებში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

„როიტერი“ ისრაელის მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომ ნეთანიაჰუს სამთავრობო რეზიდენციასთან ღამით დაახლოებით 15 000 მოქალაქე შეიკრიბა. აქციაზე პროტესტის მონაწილეებს ბანერები ეჭირათ, წარწერით - „დამნაშავე მინისტრი“. კვირა ღამით გამართული აქცია ისრაელში ბოლო პერიოდის ანტისამთავრობო აქციებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო.

ოფიციალური რეზიდენციის გარდა, დემონსტრანტები მის საკუთარ სახლთანაც შეიკრიბნენ, ასევე ასობით დემონსტრანტი გამოვიდა თელ-ავივშიც. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ნეთანიაჰუს მთავრობას კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ არაეფექტური რეაგირების გამო აკრიტიკებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოშიც მიმდინარეობს პროცესი. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა