ამირან გამყრელიძე - 6 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული, ერთზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასეთია - დღეს ჩვენ გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 955 ადამიანი. 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ერთი უკავშირდება ე.წ. გაჩიანის კლასტერს, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს