ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევა იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე ე.წ. შერჩევითი შემთხვევითობის პრინციპით კორონავირუსზე ტესტირება იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, "ლილოს ბაზრობაზე" დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში გამოიკვლიეს.

„იცით, რომ ჩვენ გაფართოებულ ტესტირებას ვაწარმოებთ. დღეს დამთავრდება "ლილოს ბაზრობის" ტესტირება, სადაც დაახლოებით 4500-4700-მდე ნიმუში იქნება გამოკვლეული. გუშინდელი რიცხვით იყო დაახლოებით 4300 ნიმუში გამოკვლეული. საკმაოდ კარგი შედეგებია იმ თვალსაზრისით, რომ პირველად დაფიქსირებულ შემთხვევებს არ დამატებია. ანუ, რაც ტესტირება დავიწყეთ, სულ 2 ინფიცირებული ადამიანი გამოვლინდა. გარდა ამისა, რადგან ბაზრობები მოსახლეობის ფართო შეკრების ადგილია, გადავწყვიტეთ, გარკვეული პერიოდულობით მოხდეს ტესტირება დიდ ბაზრობებზე. უკვე მესამე დღეა "დინამოს ბაზრობაზე" მიმდინარეობს ე.წ. შერჩევითი შემთხვევის პრინციპით ტესტირება. ეს გახლავთ ეპიდემიოლოგიური კვლევის ერთ-ერთი დამაჯერებელი მეთოდი. შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით მიმდინარეობს 500-მდე ნიმუშის გამოკვლევა. გუშინდელი მონაცემებით, 350-მდე ნიმუში უკვე იყო აღებული. დღეს იწყება ასევე 500-მდე ნიმუშის გამოკვლევა "ელიავას ბაზრობაზე"“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ე.წ. დინამოს და ელიავას ბაზრობებზე კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩატარდება თუ არა ტესტირება სხვა ბაზრობებზე. ამირან გამყრელიძის თქმით, ზოგადად, ბაზრობებზე ამ თვალსაზრისით ზედამხედველობა გამკაცრდა.

„იგეგმება, რომ ბაზრობებს მეტი ყურადღება მიექცეს. მოგეხსენებათ, ბაზრობებზე გამკაცრდა ზედამხედველობა და მონიტორინგი ყველა წესების დაცვით, მხედველობაში მაქვს თერმოსკრინინგი, დისტანცია, საზოგადობრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა და ასე შემდეგ. ზოგადად, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდა ზომები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ამას აკვირდებიან. ვცდილობთ, რომ ბაზრობებზე ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. ელიავას ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევები მიმდინარეობს

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა