კორონავირუსის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ვიქტორიას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და მელბურნში "კომენდანტის საათი" შემოიღო

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ხელისუფლებამ ვიქტორიას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და მელბურნში ღამით "კომენდანტის საათი" აამოქმედა. 5 მილიონიან მელბურნში 6 კვირით უკვე მოქმედებს სახლში დარჩენის განკარგულება, თუმცა ეპიდემია კვლავ ძალებს იკრებს.

"კომენდანტის საათი" 2 აგვისტოდან ყოველ ღამით ადგილობრივი დროით საღამოს 8:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე იმოქმედებს ყველა მოქალაქისთვის, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. გარდა ამისა, ამოქმედდა ახალი შეზღუდვები, რომლის თანახმადაც, მელბურნის მოსახლეობას სახლიდან მხოლოდ 5 კილომეტრის მოშორებით შეუძლია გადაადგილება და საყიდლებისა და სეირნობისთვის კონკრეტული დრო აქვს გამოყოფილი. ამასთან, 5 აგვისტოდან ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

ბოლო მონაცემებით, ვიქტორიაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა