რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 850 870 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 70 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 128-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 650 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 649 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.