საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კასპში იმყოფებოდნენ

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, კოვიდ 19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება დაიწყო, კერძოდ, ხანდაზმულთა მხარდაჭერა პრევენციული ღონისძიებების, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის და დაცვის ხელშეწყობით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მათ შორის კასპში, სადაც ერთობლივი ვიზიტი და შეხვედრები გაიმართა.

„დღეს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე შეხვდნენ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებსა და მოხალისეებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვა და სხვა სახის დახმარების, მომსახურების და ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის ხანდაზმულ ასაკში COVID-19-ის პრევენციისა და მასთან გამკლავების გზებზე.

კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, |“წითელი ჯვრის საზოგადოება“ სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს დაურიგებს 60 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს. ეს ღონისძიებები ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „კოვიდ 19-ის შედეგებთან გამკლავება ადგილობრივ თემებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია UN COVID-19 MPTF -ის მიერ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს