ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით ყველაფერი დაიძლევა

უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დღეს აღევლინა განსაკუთრებული ლოცვა იმისთვის, რომ თაობებს შორის კავშირი იყოს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენ "ვცხოვრობთ რთულ დროს".

"ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის დღესასწაულს, ეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამათა თვისთა და დედათა თვისთა, უფროს თაობებს, რათა დღეგრძელნი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით, ღვთის მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი" , - განაცხადა ილია მეორემ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მაგრამ ღვთის ძალით ყველაფერი დაიძლევა - ილია მეორე

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია