თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, თეთრიწყაროში აღმოჩენილი კამერების დათვალიერება გამოძიების მიერ დღეს იგეგმება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამატებითი კამერებია აღმოჩენილი, რომლის დათვალიერებაც დღეს იგეგმება.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შსს-ს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოში მეტ დროს ითხოვენ, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.

„გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ ეს პასუხები მინდა მივიღო გიორგი გახარიასგან. ახლა უფრო მუშაობენ სამსახურის ხაზით, ანუ იქაც არ ჰქონდაო კომფორტული სიტუაცია. იქ შეიძლება, არ ჰქონდა კომფორტული სიტუაცია, მაგრამ რა შუაშია ამასთან. მე განვაცხადე, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი მკვლელობა, რომ ყოფილიყო აქამდე გამოძიებული იქნებოდა. გამოძიება ითხოვს ვადებს, ამბობენ, რომ სჭირდებათ დრო, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. ასევე, აღმოჩნდა დამატებითი კამერები, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების ნახვას თეთრიწყაროს რაიონში. მე მაინტერესებს რა რეაქცია ექნება გახარიას, მინდა მასთან შეხვედრა, მინდა თვალებში ჩავხედო და მისგან პირადად მოვისმინო, რომ გამოძიებული იქნება ეს საქმე წესისა და რიგის მიხედვით და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო