არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს - როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა და ყველა სირთულეს გაუმკლავდება

თქვენო უწმინდესობავ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. დღეს, ასევე ილია მართლის, ჭავჭავაძის ხსენების დღეა. ნება მობიძეთ, საქართველოს პარლამენტის სახელით, ეს შესანიშნავი დღესასწაული გულითადად მოგილოცოთ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმსახურებას დაესწრო.

არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ერს ისეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, როგორიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, მას განსაცდელი ვერ მოერევა.

„თქვენი ღვაწლი დიდია ქართველი ერისთვის სულიერი ტაძრის აშენებაში - ტაძრის, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში განსაცდელის თუ სიხარულის ჟამს არაერთხელ შეკრებილა ჩვენი ხალხი. როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა და ყველა სირთულეს გაუმკლავდება. რთული დღეების განმავლობაში, რომელმაც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო შეცვალა და განსაცდელში ჩააგდო - თქვენი რწმენა, სიმშვიდე და ხალხის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ დაინახა ერმა. მადლიერი ვართ ამისთვის! ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე კიდევ მრავალ წელს“,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კათოლიკოს-პატრიარქს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო