ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 23 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა სკვერში ჩამომხრჩვალი ნახეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი საქართველოში გადმოსვენება მოხდება.

„ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია“, - განაცხადეს უწყებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის