ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ანტისამთავრობო აქციებს „მიკერძოებული მედია აქეზებს“

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროცესებს აქეზებს მიკერძოებული მედია, რომელიც ამახინჯებს ფაქტებს და ამხნევებს დემონსტრანტებს.

ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პროტესტის მონაწილეებს „ანარქისტები“ და „მემარცხენეები“ უწოდა, რომლებიც „ძლიერი მემარჯვენე ლიდერის ჩამოგდებას ცდილობენ.

„არასდროს ყოფილა მედიის ასეთი უსახური მობილიზაცია საპროტესტო აქციების სასარგებლოდ, რამაც არა თუ საბჭოთა კავშირის, არამედ ჩრდილოეთ კორეის სიტუაციასაც კი მიაღწია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, მედია აქციებზე პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის მოკვლისკენ მოწოდებებს უგულებელყოფს.

შეგახსენებთ, ისრაელში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ნეთანიაჰუს მთავრობას კორონავიირუსის კრიზისის წინააღმდეგ არაეფექტური რეაგირების გამო აკრიტიკებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოშიც მიმდინარეობს პროცესი. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა