ინდოეთის შს მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამით შაჰი კორონავირუსით დაინფიცირდა და ის საავადმყოფოში იმყოფება. „როიტერის“ ინფორმაციით, ამით შაჰს, რომელიც ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლაში წამყვანი როლი უკავია.

„ყველას, ვისაც ჩემთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა ვურჩევ, თვითიზოლაციაში გადავიდეს და ტესტი ჩაიტაროს“, - დაწერა შაჰმა „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში საერთო ინფიცირებულთა რიცხვმა 1,7 მილიონს მიაღწია, ვირუსს კი 37 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს