პარლამენტში „მწვანე სივრცის“ კონცეფცია შემუშავდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით პარლამენტის სასახლეში „მწვანე სივრცის“ კონცეფცია შემუშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, „მწვანე სივრცის“ კონცეფციის მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ამაღლებას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ინდივიდუალური უნარების განვითარებას.

მათი ინფორმაციით, სივრცე ერთგვარად გამოხატავს პარლამენტის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ და სურვილს თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, დაამკვიდროს და აჩვენოს საკუთარ მაგალითზე, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალურ დონეზე გაუფრთხილდეს ბუნებას.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სურს ხელი შეუწყოს ეკოლოგიური კულტურისა და ცნობიერების ფორმირებას, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, მეცნიერული და კვლევითი სამუშაოების განხორციელებას გარემოს დაცვის საკითხებში და საზოგადოების ინფორმირებას გარემოში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

„მწვანე სივრცე“ RECYCLE, REDUCE, REUSE (გადაამუშავე, შეამცირე, ხელახლა გამოიყენე) პრინციპის გათვალისწინებით არის მოწყობილი, კერძოდ გამოყენებულია გადამუშავებული ნარჩენის, მეორეული გამოყენების მქონე ნივთები, რომლებმაც შეიძინეს ახალი სახე და შესაბამისი დანიშნულება.

კონცეფციის თანახმად, სივრცის ფარგლებში მოეწყო საინფორმაციო ადგილი სადაც წარმოდგენილია კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული თემატური სტენდები, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მოეწყო საინფორმაციო დაფები, ხოლო სივრცე მთლიანად გამწვანებულია.

„მწვანე სივრცე“ ერთდროულად იქნება როგორც საპრეზენტაციო ასევე ერთგვარი განტვირთვის ადგილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა