გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის დეტალებზე საუბრობს

ჯერ კიდევ ვერ გამოაფხიზლეს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ალბათ, გადარჩება , - ამის შესახებ გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს მის შვილიშვილთან, ლევან თოფაძესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დღეს დაჭრეს.

გოგი თოფაძე დაჭრის დეტალებს იხსნებს.

„მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და სახლში ვართ, დავიძინეთ, ამ დროს ატყდა იქ მთელი ამბავი, სანამ ავედი, ჩემი მეუღლე პირველი გავიდა, ნახა იქ, არტყამდა ვიღაცას, ჩაეხუტა ამ კაცს, კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“, - ამბობს თოფაძე.

მისივე თქმით, კაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, იქ მყოფი ქალის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

„მე არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ“, - განაცხადა თოფაძემ.

მისი თქმით, მომხდარს მისი შვილიშვილის სამი მეგობარი შეესწრო.

„ერთ-ერთს სამი ბიჭიდან ვიღაცამ დაურეკა, ეს ჩამოვიდა ქვევით. შემოვიდა ქუჩიდან სხვა კაცი - უცნობი, ამოვიდა ზევით ამასთან ერთად. რატომღაც ქალის მიმართ იყო ცოტა აღელვებული, ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, ამოიღო დანა დაარტყა. ვინ იყო არ ვიცი, მთელი დღე ვარ საავადმყოფოში და ვარ პოლიციაში. პოლიციაში, თქვეს, ვინც გააკეთა დავაკავეთო“, - განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, სანამ შემთხვევის ადგილზე გავიდა, მამაკაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, წასული იყო. თოფაძე ამბობს, რომ დღეს პოლიციაში ღამის საათებში გეგმავს მისვლას.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა