„იმოგზაურე საქართველოსთვის“- რაჭაში გასტრონომიული ტური მოეწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში „იმოგზაურე საქართველოსთვის-აღმოაჩინე ის რაც შენია“ გასტრო-ტური რაჭაში მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ფოტოგრაფებთან და ოპერატორებთან ერთად ტურში შეფ-მზარეულები და გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეფ-მზარეულებმა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებთან ერთად კულინარიული მასტერკლასი გამართეს, გაიმართა რაჭული ღვინის დეგუსტაციაც.

„ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულები და მედიის წარმომადგენლები ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სინაგოგას და თექის სახელოსნოს ეწვივნენ, დაათვალიერეს ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი, ჟოჟხა.

ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სოფელი გოგოლათი, რომელსაც ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ასევე დაათვალიერეს რაჭაში მდებარე ტურისტულად მიმზიდველი სხვა ადგილები.

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „იმოგზაურე საქართველოსთვის აღმოაჩინე ის რაც შენია“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს. კამპანიის ფარგლებში გამართული გასტრო-ტურის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და შიდა ტურიზმის სტიმულირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს