ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე გამოიკითხა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოიკითხა. მისი გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოწმემ პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა.

როგორც მისმა ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა შაბაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრილია ბრალდებული ბუსა ჟვანიაც, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული და კლინიკაში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა