ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 25 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 733 677-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 541 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 94 104-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, საიდანაც თითქმის ნახევარი ბრაზილიაზე მოდის. კოვიდინფიცირებულებისა და ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ქვეყანა მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.