კოსოვოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი კორონავირუსით დაინფიცირდა და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში იქნება.

„დღეს, მე კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარე და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. არ მაქვს არავითარი ნიშნები, გარდა ძალიან მსუბუქი ფორმით გაციებისა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში, სახლში თვითიზოლაციაში გადავდივარ. მოვალეობებს სახლიდან შევასრულებ“, - დაწერა კოსოვოს პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.

„როიტერის“ ცნობით, ჰოტის მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არასაკმარისი ძალისხმევის გამო აკრიტიკებენ.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში კოსოვოში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, მათ შორის კვირას გარდაცვალების 13 ფაქტი დაფიქსირდა. სულ კოსოვოში ვირუსის 9 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა და 250-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:კოსოვოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა