ავღანეთის ციხეზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის ციხეზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკებები ორშაბათს დილამდე გაგრძელდა.

ცნობისათვის, გუშინ ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხეზე თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელებმა თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე, 40-მდე ადამიანი კი - დაშავდა. შექმნილი ქაოსის დროს 75 პატიმარი გაიქცა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს