დონალდ ტრამპი - იშვიათია, ვინმე ისე იმსახურებდეს სიკვდილით დასჯას, როგორც ბოსტონის აფეთქებაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი

იშვიათია, ვინმე ისე იმსახურებდეს სიკვდილით დასჯას, როგორც ბოსტონის აფეთქებაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯოხარ ცარნაევისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გაუქმების შესახებ.

„სასამართლო დაეთანხმა იმას, რომ ეს 9/11 -ის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა იყო ქვეყანში. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა. უამრავი სიცოცხლე შეეწირა ამ ტერაქტს. ფედერალურმა მთავრობამ სასიკვდილო განაჩენის დაბრუნება უნდა მოითხოვოს. სასაცილოა, რომ ამ პროცესს ამდენი დრო სჭირდება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, 2015 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2013 წლის ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ორი დღის წინ კი ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განაჩენი გააუქმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო