მარინა ეზუგბაია - 2 ახალი შემთხვევიდან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე პაციენტის წყაროს დადგენის მიზნით, ეპიდკვლევა მიმდინარეობს

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი, უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, 4 გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელთაგან სამი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 1179 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 4-ით, იყო 955 და გახდა 959. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი სიტუაციით, მკურნალობს 241 დადასტურებული კოვიდინფიცირებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 81,5% და ლეტალობის მაჩვენებელი, დაახლოებით მუდმივად 1,44%-სა და 1,46%-ს შორის მერყეობს და დღევანდელი მონაცემებით, 1,44%-ა. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 40 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, რომელმაც დატოვა ჩვენი ცენტრი და დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 37 დადასტურებული შემთხვევა. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა განხილილება როგორც საშუალო სიმძიმისა და საშუალოზე მსუბუქი,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს, ქვეყანაში კონტროლირებადი, მცირე მატება იქნება, რაც მისი განმარტებით, ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულები არ არიან.

„საქართველოში არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგ იმედებს იძლევა და ამის საფუძველი გახლავთ ჩვენი საქციელი - ჩვენ როგორ მოვიქცევით მომავალში. კოვიდდაავადებულები არ გაქრებიან ქვეყნიდან. თუ ჩვენს თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ასეთი კონტროლირებადი, მცირე მატება გვექნება, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები, მაგრამ ნამდვილად არიან და უნდა გავაგრძელოთ თავშეკავებული ცხოვრება თუ ეს შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა