ლევან თოფაძის ადვოკატი - არ მაქვს ინფორმაცია, ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება თუ სხვა პირმა მიაყენა

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაჭრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზეა დაკავებული.

„მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა“, - განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ლევან თოფაძის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება თუ სხვა პირმა მიაყენა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს