ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის ქალაქ ჯალალაბადში მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 და დაშავდა 43 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებს შორის „ისლამური სახელმწიფოს“ 3 მებრძოლია, დანარჩენები კი მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალების წევრები არიან.

ცნობისათვის, გუშინ „ისლამური სახელმწიფოს“ 30-მდე მებრძოლმა ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხეზე თავდასხმა განხორციელა. თავდამსხმელებმა თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებები დღეს დილამდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა შექმნილი ქაოსის დროს ციხიდან გაქცეული 1 000-მდე პატიმრის დაკავება შეძლეს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი რჩება ამ დროისთვის ძებნაში.

იხილეთ ვიდეო:ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შორის შეტაკებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა