გოგი თოფაძის ინფორმაციით, შესაძლოა, მის შვილიშვილს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს

გოგი თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ოპერაცია კიდევ გახდეს საჭირო.

„ვნახე ექიმი, რომელმაც მითხრა, რომ ჯერჯერობით ლევანი მართვით სუნთქვაზეა. საღამოს კიდევ ვინახულებ და გავიგებ, რა მდგომარეობაშია. შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს ოპერაცია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ არის. აქედან ისევ პოლიციაში უნდა მივიდე გამოკითხვაზე, ჩემი ცოლი გუშინაც გამოიკითხა და კიდევ არის დაბარებული", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:გოგი თოფაძის ინფორმაციით, შესაძლოა, მის შვილიშვილს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა