შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი - დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირების ჩვენებებში გარკვეული ცდომილებებია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირების ჩვენებებში გარკვეული ცდომილებებია.

ადვოკატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ შემთხვევიდან თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები „რაღაც დეტალებს“ იხსენებენ, აჩენს ეჭვს, რომ ეს მოწმეები „არიან მომზადებულები საპროცესო მოწინააღმდეგე მხარის მიერ“, რათა გამყარდეს პოზიცია გიორგი მერაბიშვილის ბრალთან დაკავშირებით.

„ის, რომ მათ ჩვენებებში არის გარკვეული წინააღმდეგობები და აცდენები, ეს, გარკვეულწილად, მათ სანდოობაზე მეტყველებს, რაც სამომავლოდ, ალბათ, გასათვალისწინებელი იქნება სასამართლო განხილვის დროს. ძირითადად, მე მხედველობაში მაქვს იმ დაზარალებულების ჩვენებები, თითქმის ყველასი, ვინც არიან- ღიბრაძე, ქათამაძე, ახვლედიანი, ამირხანაშვილი. თუ არ ვცდები, იაკობ ბრეგვაძის მიმართ არის ნაკლები პრეტენზია გიორგი მერაბიშვილთან შემხებლობაში.

გრკვეული დეტალები საქმესთან დაკავშირებით ერთ ჩვენებაში არ არის ნახსენები, მეორე შემთხვევაში, ერთი თვის მერე ჩვენებაში არის ნახსენები. დასახელებულია ზუსტად სახელები და გვარები ანუ ის დეტალები ერთ თვის მერე ახსენდება ადამიანს მაშინ, როდესაც პირიქით, შემთხვევიდან, ალბათ, რაც უფრო ნაკლები დროა გასული, ადამიანის მეხსიერებაში უფრო მკვეთრად არის ეს ფაქტები შემონახული. აქედან გამომდინარე, ის, რომ თვეზე მეტის შემდეგ, ადამიანი იხსენებს თითქოს და რაღაც დეტალებს, რაც ხელს უწყობს პირდაპირ პროკურატურის პოზიციის გამყარებას ძალადობასთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოწმეები არიან მომზადებულები, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ჩვენი საპროცესო მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რომ გაყარდეს პოზიცია გიორგი მერაბიშვილის ბრალთან დაკავშირებით,“- განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო