“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში იყრიან კენჭს

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.

რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;

გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირმა ნადირშვილი- რუსთავი;

აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი;

ოთარ კახიძე- ქუთაისი;

სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;

გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;

აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;

გიგი უგულავა- ზუგდიდი;

გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;

ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;

ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;

პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში - ვახტანგ კალოიანი, ხოლო ხულო-შუახევი-ქედა - ტარიელ ნაკაიძე.

ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს