სერგი კაპანაძე - ვიწყებთ კამპანიას, რომლის შედეგადაც გვეყოლება ახალი სამთავრობო კოალიცია, რომლის ცენტრალური ნაწილი „ევროპული საქართველო“ იქნება

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დღეიდან „ევროპული საქართველო“ ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს.

როგორც სერგი კაპანაძემ „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, საარჩევნო კამპანიის მიზანი იქნება, რომ საქართველო გათავისუფლდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობისგან.

"ვიწყებთ კამპანიას, რომლის შედეგადაც მარტო „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, არამედ გვეყოლება ახალი, დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალებისგან შექმნილი სამთავრობო კოალიცია, რომლის ცენტრალური ნაწილი „ევროპული საქართველო“ იქნება. ძალიან აქტიური, ინოვაციებით აღსავსე მებრძოლი საარჩევნო კამპანია გვექნება და დარწმუნებული ვარ, ეს კამპანია წარმატებით დასრულდება მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და დამარცხებით - ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩვენ საარჩევნო შტაბში სხვა ადამიანებიც იქნებიან, ნინო გოგუაძე, გიორგი გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, ირაკლი კიკნაველიძე და სხვა ადამიანები“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა