არჩილ თალაკვაძე - დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია

დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში მინახავს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც დაინტერესბულია პარლამენტის საქმიანობა შეაფასოს, დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ უნდა დათვალონ, არამედ ნახონ რას აკეთებენ ეს ადამიანები იქ, სადაც ისინი აირჩეს, როგორ საქმიანობენ, რა პროექტებზე მუშაობდნენ და კომიტეტების შიგნით რამდენად იყვნენ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულები.

„საკითხის ასე დაყენება, რომ მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარეებს და სპიკერატის წევრებს ჰქონდეთ გამოსვლების თანაბარი რაოდენობა სხვა დეპუტატებთან მიმართებით და ამით სხვა დეპუტატების დამუნათება, არასამართლიანი და ძალიან ზედაპირული მიდგომაა პარლამენტოს საქმიანობის შეფასებისას. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება" მოტივირებულია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში, მისი საქმიანობის ხარისხი და ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა ყოველთვის ყურადღებით ეკიდება სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებს ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით.

„სიმართლე არის ის, რომ ჩვენ პარლამენტის რეგლამენტის ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელეთ. მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ვიზიტები მისი ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში, ამ ორი წლის განმავლობაში, აღემატება პრემიერ-მინისტრების და პრეზიდენტების ვიზიტებს პარლამენტის წინა 20 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მინისტრების მოსმენებს, მათი ანგარიშების განხილვას კომიტეტებში, ასევე მინისტრების მოსმენების რაოდენობა კომიტეტებში ჯამურად აღემატება წინა ორი საპარლამენტო ციკლის განმავლობაში მოსმენებს. ანგარიშვალდებულების ზედამხედელობის მიმართულებით პარლამენტს აქვს ფუნდამენტურად მაღალი უპირატესობა დღეს, ვიდრე ეს წარსულში ჰქონდა. თუ ასევე საკანონმდებლო საქმიანობას შევხედავთ, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ბალანსი პარლამენტის მიერ შემუშავებულ და მის გარეთ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტებს შორის. გარდა ამისა, თემატური მოკვლევები ჩატარდა, რომელიც აქამდე არასდროს გაკეთებულა, ასევე შეიქმნა საგამოძიებო კომისია უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან საქმეზე"- განაცხადა თალაკვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა