ელენე ხოშტარია - პირობას ვდებ,  რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში ერთპარტიული და თავგასული მმართველობა აღარ იქნება

პირობას ვდებ, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში ერთპარტიული და თავგასული მმართველობა აღარ იქნება, - ამის შესახებ ვაკეში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ვაკე-საბურთალოს ოლქში კენჭისყრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სწორედ გადამწყვეტი იქნება თბილისის შუაგულში ადამიანების გულის ნდობის მობრუნება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოვიტანოთ. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმ სიმწიფით, რაც მთლიანად ოპოზიციამ გამოიჩინა ამ ერთი წლის განმავლობაში, შეძლო მთავარ მიზანზე კონცენტრირება. ესაა რეალური ცვლილებები, წინსვლა, ბიძინა ივანიშვილის მოცილება, სისტემის დანგრევა. ეს წელი მთელი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე იყო, ადამიანებმა დაკარგეს თვალები. ამასთან, ამ წელს გავიმარჯვეთ ბიძინა ივანიშვილზე და გამოვგლიჯეთ პროპორციული სისტემა. ეს სისტემა მნიშვნელოვანია არა პარტიებისთვის, არამედ ხალხისთვის, რომელმაც უნდა დახუროს ის გვერდი, როდესაც ერთი ადამიანი, ერთი პარტია ან ერთი გუნდი აზის თავზე მოსახლეობას. მე პირობას ვდებ, ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იბრძოდა, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში ერთპარტიული და თავგასული მმართველობა აღარ იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა