საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ახალმა რეგლამენტმა დადებითი გავლენა მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე

„საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2019 წელს პარლამენტში სხდომების გაცდენის მაჩვენებელი შემცირდა.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნაკლებია წინა წლებთან შედარებით.

„ახალმა რეგლამენტმა დადებითი გავლენა მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტები და გაუმჯობესდა არსებული; ამოქმედდა საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმები - ინტერპელაცია და „მინისტრის საათი“, მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებოდნენ პლენარულ სხდომებს და პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს: 5-ჯერ ინტერპელაცია, ხოლო „მინისტრის საათი“ 9-ჯერ ჩატარდა. ინტერპელაციაზე ყველაზე მეტჯერ პრემიერ-მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე; წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადეპუტატო კითხვის გამოყენება, 2019 წელს პარლამენტის 41-მა წევრმა გაუგზავნა 925 წერილობითი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ანაგრიშვალდებულ პირებს; არსებითად გაუმჯობესდა და ქმედითი გახდა ფრაქციების მიერ თანამდებობის პირთა დაბარების მექანიზმი, თუმცა რჩება პრობლემებიც. 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას; 21 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ამზადებენ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს”, - ნათქვამია კვლევაში.

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა