ლევან გოფოძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პირი სამედიცინო პერსონალია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მათგან ძირითადად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური თერაპია. საბედნიეროდ, მართვითი სუნთქვა მისთვის საჭირო არ არის. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა თანდათანობით და ამჟამად უკეთ გრძნობს თავს“, - განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, გოფოძის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია.

„პაციენტი მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1-ელ აგვისტოს რუხის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი. იქ დაიწყო მკურნალობა, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია და გუშინ პაციენტი გადმოიყვანეს იქნა ჩვენთან. უნდა აღნიშნოს, რომ მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად, პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები ან ინტენსიური თერაპია. იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში, საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო პაციენტია იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პნევმონია იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე. მას უტარდება ყველა გამოკვლევა პროტოკოლის მიხედვით და ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ ყველას, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვა, დავეხმაროთ და ვუმკურნალოთ ისევე, როგორც შეშვენის საქართველოს მოქალაქეებს.“, - განაცხადა გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო:ლევან გოფოძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პირი სამედიცინო პერსონალია

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა