პოლონეთმა „გაზპრომი“ 57 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა

პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა UOKiK-მა რუსული „გაზპრომი“ გაზსადენ Nord Stream 2-ის საქმეში თანამშრომლობაზე უარის გამო 213 მილიონი ზლოტით (57 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რეგულატორის განმარტებით, საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც გაზსადენის მშენებლობის რეგულატორის თანხმობის გარეშე დაფინანსებას ეხება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით UOKiK-მა ბრალდებები 6 კომპანიას: Gazprom-ს, Engie Energy-ს, Uniper-ს, OMV-ს, Shell-სა და Wintershall-ს წაუყენა.

„შარშან Gazprom-სგან საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვითხოვეთ, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებაზე. ჩვენი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომლის მიზანი მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლა იყო“, - ნათქვამია რეგულატორის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, პოლონეთი მიიჩნევს, რომ Nord Stream 2-ი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და აცხადებს, რომ პროექტი Gazprom-ის ბაზარზე დომინირებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო:პოლონეთმა "გაზპრომი" 57 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო